სამშაბათი, 14.05.2024, 06:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » კალჩოს სატრანსფერო ციებ-ცხელება (ნაწილი II)
13:04
კალჩოს სატრანსფერო ციებ-ცხელება (ნაწილი II)


საფეხბურთო იტალია სატრანსფერო ციებ-ცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება. უკვე არაერთი მსუყე ტრანსფერი გაიჩარხა და დიდია შანსი, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო საინტერესო ტრანსფერების შესახებ შევიტყოთ.

გუშინაც აღვნიშნეთ, რომ სამუელ ეტოოს "ინტერიდან” "ანჟიში” გადაბარგების ამბავი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ამასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება. ბოლო ინფორმაციით, "ანჟის” მესვეურები უკვე მილანში არიან და მასიმო მორატისთან უშუალოდ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. თუ "La Gazzetta dello Sport”-ს დავუჯერებთ, მაქსიმუმ ორ დღეში ეტოოს მახაჩკალურ გუნდში გადაბარგების ამბავი ოფიციალურად დადასტურდება. ეს ერთი, ყველაზე ხმაურიანი გარიგების ამბავი, ქვემოთ კი მთლიანად, სერია A-ს გუნდების სატრანსფერო გეგმების შესახებ მოგითხრობთ – გუშინდელ ნომერში, პირველ ათ გუნდზე გვქონდა საუბარი, დღეს კი მეორე ათეულზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

ლაციო
კლაუდიო ლოტიტომ როგორც იქნა მოიგო გულშემატკივრების გულები, გაჩარხა რა რამდენიმე მეტად საინტერესო ტრანსფერი. მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდის შეტევით ტანდემს სავარაუდოდ მიროსლავ კლოზე და ჯიბრილ სისე შექმნიან. თუმცა, ლოტიტომ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს, თუ წამყვან ფეხურთელებს მაურო სარატესა და სტეფანო მაურის შეელევა. ორივე მათგანზე დიდი მოთხოვნაა და "ლაციოს” მესვეურებს მაცდურ წინადადებებზე მოუწევთ უარის თქმა. მეორე მხრივ, ჯერ კიდე საკითხავია, ჯდება თუ არა ედი რეიას გეგმებში სარატე, რომელიც შესაძლოა ისედაც დააყენონ ტრანსფერზე.

ლეჩე
"ლეჩეს” მესვეურებს სტეფან ოგბინას გადაბირება სურთ და ტურინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში არიან ჩაბმულნი. დიდია შანსი, მხარეები შეთანხმდნენ და განური წარმოშობის იტალიელი "ლეჩეში” გადაბარგდეს. ეს არის და ეს, ჯერჯერობით "ჯალოროსის” მესვეურები პასიურობენ, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ, რადგან გუნდი ისედაც განიცდის მაღალი კლასის ფეხბურთელთა სიმცირეს.

მილანი
"მილანი” კვლავ დასტრიალებს "სანტოსის” ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თუმცა ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ადრიანო გალიანიმ პირდაპირ განაცხადა, რომ მზად არის განსოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ როგორც ჩანს, ბრაზილიელებს ეს თანხა ეცოტავებათ. სხვა მხრივ, "მილანის’ მესვეურები პასიურობენ და ერთხმად აცხადებენ, რომ გუნდი ისედაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. სულ ბოლოს, კაკას შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელდა ცნობები, მაგრამ გალიანიმ მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა გამორიცხა. აქვე ვთქვათ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო და მინიმუმ ორი კვირა უქმობა მოუწევს.

ნაპოლი
აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ "ნაპოლი” მარიო ბალოტელით დაინტერესდა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ სამხრეთელებმა ფერადკანიანი იტალიელი "მანჩესტერ სიტის” გამოსტყუონ. თანაც, თავად ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს. ნეაპოლელებს "ლაციოს” ნახევარმცველის კრისტიან ლედესმას გადაბირებაც უნდათ, თუმცა რომაელებს მისი გასხვისების პერსპექტივა არ ხიბლავთ და ალბათ, არც ეს გარიგება არ შედგება. ერთი სიტყვით, ნეაპოლელები ჯერჯერობით დროს ტყუილად კარგავენ.

ნოვარა
"ნოვარას” იმდენი ხანია ელიტარულ დივიზიონში არ უასპარეზია, რომ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ დებიუტანტი. შესაბამისად, კლუბის მესვეურები ლოკალური მასშტაბის ტრანსფერებით შემოიფარგლებიან და ცდილობენ, რომ საკუთარი სკოლის აღზრდილი მოთამაშეებით გაზარდონ სათადარიგო სკამი. საუბარია იმაზეც, რომ "ნოვარას” მაისურა მარკო მატერაციმ მოირგოს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას.

პალერმო
უკვე რა ხანია, სიცილიელთა მთავარი საზრუნავი ხავიერ პასტორეს შენარჩუნება აღარაა, არგენტინელი პარიზში ითამაშებს. "პალერმო” ჩეზარე ბოვოს შეელევა, რომელიც რამდენიმე დღეში ოფიციალურად გახდება "ფიორენტინას” ფეხბურთელი. მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ბოვოს "პალერმოს” პრეზიდენტი, მაურიციო ძამპარინი არ სწყალობდა და სავარაუდოც იყო, რომ ნავსაყუდელს გამოიცვლიდა.

პარმა
"პარმას” მესვეურებმა რამდენიმე ნაკლებად საინტერესო ტრანსფერი უკვე გაჩარხეს და როგორც ჩანს, ამით ამოწურეს კიდეც საზაფხულო გეგმები. მართალია, ემილიელებს კარვალიო ამაურის დაბრუნება სურთ, მაგრამ სავარაუდოდ, ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი კარიერას ან "იუვენტუსში”, ანაც სხვა ქვეყანაში გააგრძელებს.

რომა
"რომაში” ყოველდღიურად სიახლეებია და მუდმივად გვაქვს საინტერესო ინფორმაცია მოსაწოდებელი. გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ჯალოროსის” მაისურს სიმონ კიაერი მოირგებს, რომელმაც გასული სეზონი გერმანულ "ვოლფსბურგში” გაატარა. კიაერის სანაცვლოდ დედაქალაქელები 10 მილიონ ევროს გადაიხდიან, ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი კი 1.5 მილიონი ევრო იქნება.

სიენა
"სიენას” მიზანი სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებაა და ბუნებრივია, რომ ამ გუნდისგან მეგატრანსფერებს არ ველოდებით. ტოსკანელები ტრადიციულად საიჯარო ხელშეკრულებებით გადიან ფონს და ასეა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზეც. ბოლო ინფორმაციით, "სიენას” მესვეურები პრაქტიკულად შეუთანხმდნენ სტეფანო გუბერტის და ექს-სამპდორიელი სწორედ ტოსკანაში გააგრძელებს კარიერას.

უდინეზე
"უდინეზემ” უკვე დაკარგა ალექსის სანჩესი, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო და გულშემატკივრები მის "ბარსელონაში” გადაბარგებას გაგებით შეხვდნენ. მეორე მხრივ, სანჩესს შემცვლელის მოძებნა სჭირდება და სწორედ ამ საკითხზე მუშაობენ უდინური კლუბის მესვეურები. ბოლო ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი ჯანპაოლო პოცო რობერტ აკვაფრესკას გადაბირებას ცდილობს და საამისოდ, ძალღონეს არ იშურებს. აკვაფრესკა "კალიარის” საკუთრებაა და სარდინიელები მის სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვენ.
ნანახია: 595 | დაამატა: interista | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 inter  
0
inters eg statia exeba saertod ?

2 interista  
0
italiur fexburtzea dzma gushin davde 10 gundze interic iyo da exla meore 10 gundze davde :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter