სამშაბათი, 14.05.2024, 12:17
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » ფორლანი ეტოოს ნაცვლად
12:23
ფორლანი ეტოოს ნაცვლად


ბუნებრივია, სამუელ ეტოოს შემცვლელის მოძებნა იყო საჭირო და როგორც ჩანს, მასიმო მორატიმ ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ახალი სეზონიდან "ნერაძურის” ღირსებას დიეგო ფორლანი დაიცავს.

ურუგვაის ნაკრების თვდამსხმელი მადრიდის "ატლეტიკოს” ღირსებას იცავს და დიდი ხანია დადის ხმები იმის შესახებ, რომ ესპანეთიდან აბარგებას აპირებს. "Gazzetta”-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში უჩვეულო მხოლოდ თანხაა, რომელიც მილანური გრანდის მესვეურებმა პირენეელებს უნდა გადაუხადონ - ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ ხუთ მილიონ ევროზე. როგორც "Gazzetta”-ს ჟურნალისტი ამტკიცებს, ფორლანი წინააღმდეგია კარიერა "ატლეტიკოში” გააგრძელოს და ეს თანხაც უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ერთი მხრივ, წარმოუდგენელია ფორლანის დონის ფეხბურთელს სიმბოლურ ფასად შეელიო, მაგრამ თუ მოთამაშეს ხელშეკრულების ვადა მალე ეწურება და შეუძლება სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაგტოვოს, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება.

მოკლედ, "ინტერმა” არსებული გარემოებით ისარგებლა და როგირც ჩანს, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იაფად ჩაიგდო ხელში. ამ ცნობას კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა პრაქტიკულად ადასტურებს:

"დიეგო ფორლნის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გვსურდა, თუმცა მაშინ მოლაპარაკება არც კი დაგვიწყია, რადგან მის გასხვისებას მადრიდელები არ აპირებდნენ. ამჯერად განსხვავებული ვითარებაა და თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ურუგვაელი ჩვენთან გააგრძელებს კარიერას. ეს დიდი საჩუქარი იქნება სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან ფორლანის დონის ფორვარდი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია”.

"Gazzeta”-ს ინფორმაციით, "ინტერის” მესვეურები ფორლანს პირადი კონტრაქტის დეტალებზეც შეუთანხმდნენ - ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, დიეგოს წლიური ჯამაგირი კი 4.5 მილიონ ევროს შეადგენს. ანუ, მთლიანობაში "ინტერს” ფორლანის ორწლიანი სამსახური 14 მილიონი ევრო უჯდება.

ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ინტერის მესვეურები დორტმუნდის "ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველით, მარიო გიოტცეთი არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ გიოტცე გერმანიის ჩემპიონი გუნდის ლიდერია, გამთამაშებლის პოზიციაზე ასპარეზობს და ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც იმკვიდრებს ადგილს. მოკლედ, მარიო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია გერმანიაში და როგორც ჩანს, უკვე ევროპის მასშტაბითაც. "Corriere dello sport”-ის მტკიცებით, გიოტცეს სანაცვლოდ მილანელებმა დორტმუნდული კლუბის მესვეურებს 20 მილიონი ევრო შესთავაზეს და გერმანელებისგან პასუხს ელოდებიან. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ დორტმუნდელებმა ეს წინადადება მიიღონ, მაგრამ აქ უფრო მთავარი ის ინტერესია, რომელიც "ინტერს” აქვს ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ - ეს ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ მოლაპარკების პროცესი გაგრძელდება.

ამასობაში, პირველი იტალიური კომენტარი გააკეთა რიკი ალვარესმა, რომელიც ‘ინტერის” ახალწვეულია და მასზე გუნდის მტავარი მწვრთნელი დიდ იმედებს ამყარებს. რიკიც ოპტიმისტურად არის განწყობილი და პირველივე სეზონში სკუდეტოს უმიზნებს:

"მილანურ გრანდში გატარებული თითოეული დღე უდიდესი გამოცდილებაა ჩემთვის, რომელიც ფასდაუდებელ სამსახურს მიწევს. დიდ გუნდში მოვხვდი და ეს პირველივე დღეს ვიგრძენი, როდესაც "ინტერის” სამწვრთნელო ბაზაზე შევდგი ფეხი. რაც მთავარია, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში და ადაპტაციის პერიოდი ნამდვილად არ მიჭირს. მართლია, არგენტინელებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდება, მაგრამ შებოჭილად არც სხვებთან ვგრძნობ თავს. მიუხედავად სხვადასხვა წარმომავლობისა, გუნდი ერთ მუშტად არის შერუკული, რაც წარმატების მთავარი საწინდარია”.


ნანახია: 607 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
0
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

Sagol Interista Umagresi Statia ....

Forlanze Gotzeze Da Alvesis Interviu 1 Statiashia

Inter 4EveR

2 interinio  
1
kai statia sagol

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter