ოთხშაბათი, 15.05.2024, 20:57
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » სერია A. სეზონის წინ: ინტერი
23:48
სერია A. სეზონის წინ: ინტერი




ინტერს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და შესაბამისად, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს ნერაძური. გულშემატკივართა დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი, რასაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა - ერთი, რომ ჯანპიერო გასპერინი არ არის ტოპმწვრთნელთა კატეგორიაში და მეორე, მასიმო მორატის შემადგენლობის გაძლიერებაზე დიდად არ უზრუნია. პირიქით, წუთი წუთზე გუნდს სამუელ ეტოო დატოვებს, გადაჭარბების გარეშე - საუკეთესო თავდამსხმელი. თანაც, ჯერჯერობით არაფერი ისმის იმის შესახებ თუ ვინ უნდა შეცვალოს კამერუნელი… უფრო სწორად, ისმის, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია. 

მოკლედ, ტიფოზების პესიმიზმი სადღაც გასაგებია და ლოგიკური. გასპერინი ცდილობს, რომ დაამშვიდოს ქომაგი და შემდეგს აცხადებს: ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ინტერი ყველა შემთხვევაში ძლიერი იქნება, ეტოოსთან ერთად და ეტოოს გარეშეც. ნებისმიერი შემადგენლობით გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში. მთავარი კონკურენტი უდავოდ მილანია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ თანაქალაქელებს არაფრით ჩამოვუარდებით. მილანმა მხოლოდ იმიტომ მოიპოვა სკუდეტო, რომ ინტერმა ვერ გამოავლინა შესაძლებლობები, ამ სეზონში კი მსგავსი რამ წესით არ უნდა მოხდეს. ერთი სიტყვით, ახალ სეზონს ოპტიმისტური განწყობით ველოდები.

ნანახია: 579 | დაამატა: aleksandre | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 interinio  
1
flagitaly flagitaly flagitaly flagitaly flagitaly

Cels Uecveli Unda Movigot Seria a Tore DagverxevA

2 La GazzettO DellO Sport  
1
ბალოტელი: "პალერმოში" თამაში მსურს

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ სად სურს თამაში.

"იცით, სად მსურს თამაში? "პალერმოში". იქ გადასვლა მსურს, იქ კარგია", - განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ პალერმო ფეხბურთელის მშობლიური ქალაქია.

მომზადებულია The Daily Mirror-ის მიხედვით

3 intereli  
1
gasperini mgoni ligidan naadrevad gamogvagdebs da seria a s miawveba...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter