ოთხშაბათი, 15.05.2024, 17:51
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » სნეიდერს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს გადასვლა
16:22
სნეიდერს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს გადასვლა


კვლავ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ქვეყნდება ჰოლანდიელი უესლი სნეიდერის შესახებ. როგორც Sky Sports-ი იუწყება, მილანის "ინტერის” მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ სნეიდერის ბედი შემდეგ კვირას გადაწყდება, იტალიურ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი კი, "მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლითაა დაინტერესებული (ინგლისური კლუბი მასში 35 მილიონ ევროს იხდის და სნეიდერი პოლ სქოულზის ჩასანაცვლებლად უნდა).
27 წლის ფეხბურთელი მომავალი ტრასფერის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, ფერგიუსონი კი, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
სნეიდერმა გუშინ გამართულ იტალიის სუპერთასზე, რომელიც "ინტერმა” "მილანთან” 1:2 წააგო, ანგარიში გახსნა. მატჩის ბოლოს 53 წლის გასპერინიმ ასეთი რამ თქვა: "...რაც შეეხება ჭორებს სნეიდერის წასვლის შესახებ, ამაზე მომავალ კვირას ვისაუბრებთ”.
შეგახსენებთ, რომ Gazetta Dello Sport-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ” და მილანის "ინტერმა” უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სნეიდერის იტალიიდან ინგლისში გადასვლის თაობაზე. სატრანსფერო თანხა 36 მილიონი ევროა, ხოლო თავად ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს რაც შეეხება, მასში წერია, რომ სნეიდერი წელიწადში ექვს მილიონ ევროს მიიღებს. იმავე წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი” ჰოლანდიელს 13-მილიონიან წლიურ პირად კონტრაქტს სთავაზობდა.
ნანახია: 668 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0
flagitaly modi ra nu atrakeb sneijder ..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter