სამშაბათი, 14.05.2024, 04:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 27 » ტევესი “სიტიში” დარჩება
17:02
ტევესი “სიტიში” დარჩება


სავარაუდოდ, კარლოს ტევესი "მანჩესტერ სიტიში” დარჩება - არგენტინელი ფორვარდი აცხადებდა, რომ კლუბის დატოვება თავის ოჯახთან ახლოს ყოფნის გამო სურდა, ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ტევესის ოჯახის წევრები საცხოვრებლად ინგლისში ჩავიდნენ. "სიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იმედოვნებს, რომ 27 წლის სამხრეთამერიკელი კლუბს არ შეიცვლის.

"ტევესის ოჯახი ინგლისში იმყოფება. ვფიქრობ, თავად კარლოსიც აქ დარჩება. "მანჩესტერ სიტი” აღმასვლას განიცდის და ტევესი ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. დიახ, არგენტინელი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება, რადგან ბოლო 2 კვირაა, რაც ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, საგანგაშო არაფერია”, - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესის შეძენა მილანის "ინტერს” სურს, მაგრამ "სიტის” ხელმძღვანელთა თქმით, არგენტინელის თაობაზე მათ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ. მილანელები სამუელ ეტო’ოს შემცვლელს ეძებენ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალ სეზონში კამერუნელის ადგილს დიეგო ფორლანი დაიკავებს.
ნანახია: 623 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 nerazuri  
2
exla tu ara ianvarshi mainc iyidis interi amas flag3

3 inter  
0
arc mere iyidian damijere

2 interelia  
1
arada rogor mindodaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter